ბელგიასთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, სპინაცოლამ გულშემატკივრებს მიმართა

იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა, ლეონარდო სპინაცოლამ, ბელგიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ, სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივრებს მიმართა:

,,სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ვიცით, რა მოხდა გუშინ, მაგრამ ჩვენი ოცნება ცოცხალია. ამ შესანიშნავი გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოედანზე მალე დავბრუნდები, ამაში დარწმუნებული ვარ,” – დაწერა ფეხბურთელმა ინსტაგრამის პირად გვერზდე.


ბელგიასთან შეხვდედრაში ლეონარდო სპინაცოლას მიღებული დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა. მატჩის 79-ე წუთზე ფეხბურთელმა მოედანი საკაცით დატოვა.

იტალიური პრესის ცნობით, სპინაცოლას აქილევსის მყესი გაუწყდა, რის გამოც, შესაძლოა, 12 თვე ვერ ითამაშოს.

ბელგიასთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, სპინაცოლამ გულშემატკივრებს მიმართა

სტატიის ავტორი
-