ჟესუსმა ჩილესთან მიღებული წითელი ბარათის გამო მოიბოდიშა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გაბრიელ ჟესუსი ტვიტერის პირად გვერდზე ჩილესთან მატჩში მიღებულ წითელ ბარათს გამოეხმაურა:

,,შემდეგ ეტაპზე გავედით! სამწუხაროდ დავუშვი შეცდომა, რასაც შეეძლო გუნდი დაეზარალებინა, თუმცა ნაკრებმა ძალა გამოავლინა. ბოდიშს ვუხდი თანაგუნდელებს, ყოველთვის ვცდილობ, რომ შეცდომებზე ვისწავლო.

შვებით ამოვისუნთქე, როცა გავიგე, რომ მენა კარგად იყო. წინ ნახევარფინალისკენ!” – დაწერა ჟესუსმა ტვიტერის პირად გვერდზე.


კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ბრაზილიამ ჩილეს 1:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრის 48-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსი ეუხენიო მენას წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.

ჟესუსმა ჩილესთან მიღებული წითელი ბარათის გამო მოიბოდიშა

სტატიის ავტორი
-