კაფუ: ,,ნეიმარი რონალდუსა და მესიზე ტექნიკურია”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კაფუმ, ,,პარი სენ ჟერმენის” შემტევზე, ნეიმარზე ისაუბრა:

,,ნეიმარი რონალდუსა და მესიზე ტექნიკურია, მაგრამ მან საკუთარ თავზე ლიდერის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ფეხბურთს თავი 100%-ით უნდა მიუძღვნას.

მე ნეიმარზე უკეთესი არ ვარ, თუმცა ბევრ მარჯვენა მცველს ვჯობდი, რადგან თამაშს დიდ დროს ვუთმობდი. ნეიმარი კაპიტანი უნდა გახდეს,” – კაფუს სიტყვებს Marca ციტირებს.


მიმდინარე სეზონში ნეიმარის ანგარშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

კაფუ: ,,ნეიმარი რონალდუსა და მესიზე ტექნიკურია”

სტატიის ავტორი
-