ინფანტინო: ,,სერია ა 1 წლის განმავლობაში ატარებს იმ რაოდენობის მატჩებს, რისთვისაც ფიფას 30 წელიწადი დასჭირდება”

ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარება საკლუბო ტურნირებზე უარყოფითად არ აისახება:

,,ეს პროექტი ეროვნული ლიგების დასაცავადაა, რადგან ნაკლები პაუზა იქნება, გარდა ამისა, ფეხბურთელებს ივლისში მინიმუმ სამკვირიანი დასვენება ექნებათ. იტალიის საფეხბურთო ლიგა 1 წლის განმავლობაში ატარებს იმ რაოდენობის მატჩებს, რისთვისაც ფიფას 30 წელიწადი დასჭირდება. ასე რომ, არამგონია, მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპის ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში ჩატარებამ რამე შეცვალოს.

მთავარია, ვიპოვოთ ბალანსი ფეხბურთელების მოგზაურობას, ჯანმრთელობის დაცვასა და მსოფლიო ფეხბურთის განვითარებას შორის,” – ინფანტინოს სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.


ინფანტინომ მუნდიალის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეას მხარი ოქტომბერშიც დაუჭირა და ფორმატის უპირატესობებზეც ისაუბრა.

2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს, 2026 წელს კი – კანადა, მექსიკა და აშშ.

ინფანტინო: ,,სერია ა 1 წლის განმავლობაში ატარებს იმ რაოდენობის მატჩებს, რისთვისაც ფიფას 30 წელიწადი დასჭირდება”

სტატიის ავტორი
-