ბენზემა: ,,ვინისიუსი ფანტასტიკური ფეხბურთელია, აქ მის დასახმარებლად ვარ”

მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ,,ვალენსიასთან” მოგების შემდეგ, ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა:

,,ხეტაფესთან მარცხის შემდეგ, თასის შეხვედრაში ვიმარჯვეთ, დღეს კი ჩვენთვის და ჩვენი ქომაგებისთვის შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. მეტოქეს გამარჯვება უნდოდა, მაგრამ 3 ქულა ჩვენ დაგვრჩა და ეს მთავარია.

ვინისიუსი? ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მასთან ერთად მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ. აქ იმისთვის ვარ, რომ მას დავეხმარო, მისი პოტენციალის შესახებ ვიცი – მომატება კიდევ შეუძლია. ვინისიუსი ფანტასტიკური მოთამაშეა და გუნდს ძალიან ეხმარება,” – ბენზემას სიტყვებს ,,სამეფო გუნდის” ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.


ლა ლიგის მე-20 ტურში ,,რეალმა” ,,ვალენსიას” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩში დუბლები კარიმ ბენზემამ და ვინისიუს ჟუნიორმა გაიფორმეს.

კარლო ანჩელოტის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატს 49 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან ,,სევილიას” 8 ქულით უსწრებს.

ბენზემა: ,,ვინისიუსი ფანტასტიკური ფეხბურთელია, აქ მის დასახმარებლად ვარ”

სტატიის ავტორი
-