მოურინიო: ,,პსჟ-სა და რეალის შეხვედრა არ მომეწონა, ინტერი-ლივერპული უკეთესი იყო”

,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებზე ისაუბრა:

,,თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ… მწვრთნელის ამპლუაში ჩემპიონთა ლიგაზე 150-ზე მეტი შეხვედრა მაქვს ჩატარებული, ამიტომ, იმაზე არ ვდარდობ, რომ ახლა კონფერენს ლიგაზე ვთამაშობთ.

ნოსტალგია არ მაქვს, დიდი მატჩები არ მინახავს. პსჟ-სა და რეალის შეხვედრა არ მომეწონა, ინტერი-ლივერპული უკეთესი იყო,” – განაცხადა პორტუგალიელმა.


ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელი კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ აქვს მოგებული. 2004 წელს სპეციალისტმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ,,პორტუსთან” ერთად მოიგო, 2010 წელს კი – ,,ინტერთან”.

მოურინიო: ,,პსჟ-სა და რეალის შეხვედრა არ მომეწონა, ინტერი-ლივერპული უკეთესი იყო”

სტატიის ავტორი
-