ჩავი: “დემბელე თავის პოზიციაზე შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა უსმან დემბელეს მომავალზე ისაუბრა. ფრანგ ვინგერს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

“დემბელესთან ახალ კონტრაქტს ხელს აუცილებლად მოვაწერდი. თუმცა, საქმე მარტივად არ არის. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ – იგივე არაუხოს შემთხვევაშიც, რომელთანაც ყველაფერი თითქმის დასრულებული ჩანს.

“იმედი მაქვს, რომ უსმანი დარჩება. თავის პოზიციაზე ის, შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”, – ამბობს ჩავი.

სეზონის დასაწყისში დემბელეს ირგვლივ “ბარსელონაში” დიდი გაუგებრობა იყო, თუმცა ბოლო პერიოდში უსმანმა ჩავის ნდობა მოიპოვა. მიმდინარე სეზონში მან “ბარსელონას” მაისურით 22 მატჩი ჩაატარა – ფრანგის ანგარიშზე 2 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

ჩავი: “დემბელე თავის პოზიციაზე შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”

სტატიის ავტორი
-