პოჩეტინო: ,,მესი მარადონას დონეზეა”

,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ლეო მესიზე ისაუბრა:

,,როცა მესიზე ვმსჯელობთ, განსაკუთრებულ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ლეო დიეგო მარადონას დონეზეა. გასაგებია, რომ მისი პსჟ-ში გადმოსვლა დიდი ცვლილება იყო, რასაც ადაპტაცია სჭირდება.

გარკვეული გარემოებების გამო, თავი თავიდანვე ისე კომფორტულად ვერ იგრძნო, როგორც ბარსელონაში გრძნობდა. მის თვისებებში ეჭვი არ მეპარება. მომავალი სეზონი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება,” – პოჩეტინოს სიტყვებს RM Sport-ი ციტირებს.


მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

პოჩეტინო: ,,მესი მარადონას დონეზეა”

სტატიის ავტორი
-