ზინჩენკო ჩემპიონობის დროშით აღნიშვნაზე: ,,მინდოდა, უკრაინელებისთვის ღიმილის მიზეზი მიმეცა”

,,მანჩესტერ სიტისა” და უკრაინის ეროვნული ნაკრების მცველმა, ალექსანდრ ზინჩენკომ, ინგლისის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, უკრაინის დროშა პრემიერლიგის თასს შემოახვია. 25 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ამ ჟესტით სურდა, მისი თანამემამულეებისთვის სიამოვნება მიენიჭებინა:

,,ეს უკვე არაერთხელ მითქვამს, თუმცა კიდევ გავიმეორებ – მე უკრაინელი ვარ და ამით ძალიან ვამაყობ!

იმ მომენტში ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, დაიხოცნენ და მათზე, ვინც ახლა წარმოუდგენლად რთულ პირობებშია. უბრალოდ, მინდოდა, რომ მათთვის რამდენიმე წამით ღიმილის მიზეზი მიმეცა,” – ზინჩენკოს სიტყვებს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ციტირებს.


პრემიერლიგის ბოლო ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ასტონ ვილა” 3:2 დაამარცხა და პრემიერლიგა მოიგო. ალექსანდრ ზინჩენკო ინგლისის ჩემპიონი კარიერაში მეოთხედ გახდა.

ზინჩენკო ჩემპიონობის დროშით აღნიშვნაზე: ,,მინდოდა, უკრაინელებისთვის ღიმილის მიზეზი მიმეცა”

სტატიის ავტორი
-