Sky Sports-ის ინფორმაციით, „სიტი“ არგენტინელი გოლეადორის დასჯას არ აპირებს. საქმე ეხება Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც არგენტინელი მეგობარ გოგოსთან ერთად ჩილიმს ეწეოდა.
ვიდეოს ინტერნეტში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტ-მომხმარებლები წერდნენ, რომ მსგავსი ქმედება ფეხბურთელისგან მიუღებელია და რომ აგუერო აუცილებლად უნდა დასჯილიყო. Daily Mail-ი კი წერდა, რომ ვიდეო „სიტის“ თავკაცს, პეპ გვარდიოლას აუცილებლად განარისხებდა.
იხილეთ ვიდეო
Se la agarran con Agüero pero nosotros también nos fumamos 10 años de Pipa. pic.twitter.com/3r1hCwzQeh
— Un Metro Adelantado (@metroadelantado) August 27, 2018
თუმცა Sky Sports-მა მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუნდის ხელმძღვანელობა არგენტინელი ფორვარდის ქცევას მიუღებლად არ მიიჩნევს და შესაბამისად მის წინააღმდეგ არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გატარდება.
“სიტის” რიგებში აგუეროს 296 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 204 გოლის გატანა და 58 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.