2002 წლის 31 აგვისტოს, მადრიდის “რეალმა” ფენომენად წოდებული ბრაზილიელი ფორვარდი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, რონალდო შეიძინა. მის სანაცვლოდ, მადრიდულმა გრანდმა “ინტერს” €26.5 მილიონი გადაუხადა.
რონალდოსთან დაკავშირებით, ორ მხარეს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკება მიმდინარეობდა – ტრანსფერი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე გაოფიციალურდა.
ისევე როგორც ყველა კლუბში, რონალდოს “რეალშიც” შესანიშნავი შედეგები ჰქონდა – 177 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 103 გოლი და 34 საგოლე გადაცემაა.
შესანიშნავი მონაცემებისა და ინდივიდუალური შედეგების მიუხედავად, რონალდოს გუნდური წარმატებები ნამდვილად აკლდა. 5 სეზონის განმავლობაში, ბრაზილიელმა ფორვარდმა “სამეფო კლუბის” მაისურით ლა ლიგა (2), ესპანეთის სუპერ თასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.
იხილეთ რონალდოს საუკეთესო გოლები რეალის მაისურით
![20 წლის წინ | რეალმა რონალდო შეიძინა | VIDEO 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/08/ronaldo-luis-nazario-de-lima-1475754592-6247.jpg)
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ბრაზილიელი ლეგენდა “რეალ ვალიადოლიდის” პრეზიდენტის პოსტს იკავებს.