2023 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება

წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 12-დან 22 დეკემბრის ჩათვლით საუდის არაბეთის ქალაქი – ჯიდა უმასპინძლებს. ფიფამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამოაცხადა.

უკვე ცნობილია იმ ექვსი გუნდის ვინაობა (7 მონაწილიდან), რომლებიც მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ – ,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი), ,,ურავა რედსი” (იაპონია), ,,ალ აჰლი” (ეგვიპტე), ,,ლეონი” (მექსიკა), ,,ოკლენდ სიტი” (ახალი ზელანდია), ,,ალ იტიჰადი” (საუდის არაბეთი). ამ ექვს გუნდს კოპა ლიბერტადორესის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული დაემატება.

ეს ახალ, 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წინ, ბოლო 7-გუნდიანი ტურნირი იქნება.

პირველი მატჩი 12 დეკემბერს, ,,ალ იტიჰადსა და ,,ოკლენდ სიტის” შორის გაიმართება.

2023 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება

სტატიის ავტორი
-