3 წლიანი კოშმარის დასასრული – მარკო ვან გინკელი ფეხბურთს დაუბრუნდა

თითქმის სამწლიანი კოშმარი მარკო ვან გინკელისთვის დასრულდა – ნიდერლანდელი ფეხბურთელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანზე გუშინ პირველად გავიდა.

როგორც მოგეხსენებათ, 28 წლის ნიჭიერი ნახევარმცველის კარიერას მძიმე ტრავმები ყოველთვის თანსდევდა. მორიგი ასეთი დაზიანება მარკომ 2018 წელს, “პსვ”-ში თამაშის დროს მიიღო. ვან გინკელს მაშინ მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ხანგძლივი და ურთულესი სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყო.

რაც შეეხება ნიდერლანდელის დაბრუნებას, ის მოედანზე ერედივიზიონის მე-16 ტურში, “ალკმაართან” 1:3 წაგებული მატჩის 87-ე წუთზე გამოჩნდა.

საერთო ჯამში, ვან გინკელმა მუხლის ჯვარედინი იოგების ტრავმის გამო 32 თვის განმავლობაში ვერ ითამაშა. ახლა ის “პსვ”-ში იჯარის წესით თამაშობს და კვლავ “ჩელსის” საკუთრებაა.

3 წლიანი კოშმარის დასასრული – მარკო ვან გინკელი ფეხბურთს დაუბრუნდა

სტატიის ავტორი
-