“მე მისი დახმარება მსურს” – მაურისიო პოჩეტინო დელე ალიზე
როგორც მოგეხსენებათ, “ჩელსის” ახალი მთავარი მწვრთნელი 51 წლის არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინოა. მაურისიომ ლონდონელებთან ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა და ოფიციალურად მუშაობას გასულ კვირას შეუდგა. აღსანიშნავია, რომ პოჩეტინოსთვის ეს “ჩელსი” პირველი ლონდონური კლუბი არ არის. მას აქამდე “ტოტენჰემშიც” უმუშავია, სადაც 5 წელი გაატარა. ამ გუნდში არგენტინელ თავკაცს არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან უმუშავია, მათ შორის ერთ-ერთია დელე ალიც, […]
მეისონ მაუნტმა დაადასტურა, რომ ჩელსის ტოვებს
მეისონ მაუნტმა ,,ჩელსიდან” წასვლის შესახებ განაცხადა. ფეხბურთელმა გადაწყვეტილების შესახებ გულშემატკივრებს რამდენიმე წუთის წინ ამცნო: ,,ბოლო 6 თვის განმავლობაში გავრცელებული სპეკულაციების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს თქვენთვის მოულოდნელი არ იყოს, მაგრამ ეს არ მიმარტივებს იმის თქმას, რომ ჩელსის დატოვება გადავწყვიტე. ვფიქრობ, რომ თქვენ იმაზე უფრო მეტს იმსახურებთ, ვიდრე წერილობითი განცხადებაა, ამიტომ, მინდა, პირდაპირ გითხრათ, რამდენად მადლობელი ვარ თქვენი […]
მას შემდეგ, რაც მაურისიო პოჩეტინომ “ჩელსი” ჩაიბარა 51 წლის სპეციალისტმა მედიასთან პირველად ისაუბრა. მისი თქმით, ის კმაყოფილია, რომ ამ კლუბში მოუწევს მუშაობა. “ჩელსის” შემოთავაზებაზე დათანხმება ძალიან ადვილი იყო. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და ისე ვითამაშებთ, რო, ფანებს დიდი სიამოვნება მივანიჭოთ. “ჩელსის” ისტორია გამარჯვებას და ყოველთვის სათავეში ყოფნას უკავშირედება. ჩავარდნები არ უნდა გვქონდეს. ბოლო 10, 12, 15 […]
ჩელსი მზადაა, კაისედოს სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი გადაიხადოს
,,ჩელსიმ” ,,ბრაიტონს” მოისეს კაისედოს ტრანსფერის შესახებ ახალი წინადადებით მიმართა. ინფორმაციას Evening Standard-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ლონდონური გუნდი მზადაა, ეკვადორელის სანაცვლოდ, 80 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. კაისედო არ არის ერთადერთი ნახევარმცველი, რომელსაც ,,არისტოკრატები” მატეო კოვაჩიჩის, კაი ჰავერცის, ნ’გოლო კანტესა და რუბენ ლოფტუს-ჩიკის გაშვების შემდეგ აკვირდებიან. ,,ჩელსი”, ასევე, რომეო ლავიას (საუთჰემპტონი), ამადუ ონანასა (ევერტონი) და გაბრი ვეიგას (სელტა) […]
ალ ნასრმა ზიეჩთან პერსონალური პირობები შეათანხმა
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკიმ ზიეჩმა და “ალ ნასრმა” სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. რომანოს თქმით, ორივე მხარეს შორის პერსონალური პირობები შეთანხმებულია. კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, მაროკოელი ფეხბურთელი არაბულ კლუბში 2026 ივლისამდე ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებია მიღწეულია “ჩელსისთანაც” და ტრანფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის საკითხია. მიმდინარე სეზონში ზიეჩს სულ რაღაც 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი […]
“კოვაჩიჩი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია” – ფაბრიციო რომანო
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტიმ” მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერი განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. რომანოს მტკიცებით, “სიტისა” და “ჩელსის” შორის შეთანხმება ოფიციალურად შედგა, რის შემდეგაც 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, კოვაჩიჩის ტრანსფერი განხორციელდა. ცნობილია, რომ “სიტი” გარანტირებულად 25 მილიონს გადაიხდის, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი ფუნტი დაემატება. ხორვატ […]
კრისტოფერ ნკუნკუ ოფიციალურად ჩელსის ფეხბურთელია
25 წლის ფრანგმა შემტევმა კრისტოფერ ნკუნკუმ “ჩელსისთან” 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ჩელსიში” გადასვლით უზომოდ ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველოდები ახალ მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან შეხვედრას. მსურს “ჩელსის” გულშემატკივრებს ვაჩვენო, მოედანზე რისი გაკეთება შემიძლია.” – განაცხადა ნკუნკუმ. ნკუნკუმ პროფესიონალური ასპარეზი “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში დაიწყო, სადაც 78 მატჩი ჩაატარა. ერთ-ერთი საუკეთესო შემტევის სტატუსი კრისტოფერმა გერმანიაში თამაშისას მოიპოვა. 2021/2022 წლების […]
ედუ მენდი და ალ აჰლი პერსონალურ პირობებზე შეთანხმდნენ
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, ედუარდ მენდიმ და არაბულ კლუბმა “ალ აჰლიმ” პერსონალური პირობები შეათანხმეს. მისი თქმით, მხარეები სამწლიან კონტრაქტს გააფორმებენ და სენეგალელი კარის დარაჯი არაბულ კლუბში 2026 წლამდე ითამაშებს. ამავე წყაროზე დაყედნობით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება. მიმდინარე სეზონი ედუარდ მენდისთვის და “ჩელსისთვის” არც ისე წარმატებული გამოდგა. ლონდონელებმა პრემიერ ლიგის წლევანდელი გათამაშება 44 ქულით […]
კაი ჰავერცი ჩელსის დატოვებასთან ახლოს არის
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაი ჰავერცი “სტემფორდ ბრიჯის” დატოვებასთან ახლოს არის. გერმანელი შემტევი “არსენალთან” და “მანჩესტერ სიტისთან” დააკავშირეს. თუმცა, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჰავერჩი “მეთოფეებში” გადასვლასთან უფრო ახლოს არის. მისი თქმით, გუნდები უკვე ტრანსფერის საქმეებში არიან ჩართულნი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად ფეხბურთელის პირობებთან “არსენალს” პრობლემა არ აქვს. “ჩელსიმ” ჰავერცი 2020 […]
პრემიერ ლიგის 2023/24 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია
ინგლისის პრემიერ ლიგის 2023/24 წლების სეზონი 11 აგვისტოს დაიწყება. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტში, პირველი ტურის განრიგი გამოქვეყნდა, რომელიც 11 აგვისტოს, “ბარნლისა” და “მანჩესტერ სიტის” მატჩით გაიხსნება. პრემიერ ლიგის მომავალი სეზონის მატჩები 11, 12, 13 და 14 აგვისტოს გაიმართება. გულშემატკივრები პირველივე ტურში პრინციპულ დაპირისპირებას იხილავენ, რომელშიც “ჩელსი” “ლივერპულს” უმასპინძლებს.
გიორგი მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით, სპეკულაციები არ ცხრება. ავტორიტეტული მედია საშუალებები აღნიშნავენ, რომ ქართველი კიპერის დღეები “ვალენსიაში” დათვლილია, რადგან მისი სამსახურით პრემიერ ლიგისა და სერია A-ს კლუბები ინტერესდებიან. TUTTOmercatoWEB და L’Interista აღნიშნავენ, რომ მილანის “ინტერი” ქართველი კიპერის სამსახურით აქტიურად ინტერესდება – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ონანა “ნერაძურის” დატოვებასთან ახლოსაა. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის […]
“კანტე ალ იტიჰადის ფეხბურთელია” – ფაბრიციო რომანო
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო, ამტკიცებს, რომ ნ’გოლო კანტე “ალ იტიჰადის” ფეხბურთელია. 32 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპი ლონდონშივე გაიარა. ფრანგმა არაბულ კლუბთან 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, გახანგრძლივების პერსპექტივით და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი, რის მიხედვითაც, სეზონში 100 მილიონ ევროს მიიღებს.