44 338 – საქართველოსა და ისრაელის მატჩში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის რეკორდი დამყარდა

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში საქართველო ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

,,დინამო არენაზე” გამართულ შეხვედრას ოფიციალური მონაცემებით 44 338 მაყურებელი დაესწრო, რაც ტურნირის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

წინა ორი რეკორდიც თბილისში დამყარდა – საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩს 43 043 ადამიანი დაესწრო, საქართველოსა და ბელგიის მატჩს კი – 41 887.

ისრაელის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე ხვალ ინგლისისა და პორტუგალიის შეხვედრაში გაირკვევა.

44 338 – საქართველოსა და ისრაელის მატჩში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის რეკორდი დამყარდა

სტატიის ავტორი
-