5-დან 5  – ბრაზილიამ ეკვადორს 2 უპასუხო გოლი გაუტანა (მიმოხილვა)

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეხუთე მატჩში იმარჯვა. ,,სელესაომ” დღეს ეკვადორს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

პირველ ნახევარში ტიტეს გუნდი უპირატესობას ფლობდა, 42-ე წუთზე მასპინძლებმა გოლიც გაიტანეს, რომელიც თამაშგარის გამო არ ჩაითვალა.

შეხვედრაში ანგარიში 65-ე წუთზე გაიხსნა, თავი რიშარლისონმა გამოიჩინა – ,,ევერტონის” თავდამსხმელმა, ნეიმარის გადაცემით ისარგებლა. მატჩის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნეიმარმა დააფიქსირა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

მუნდიალის შესარჩევი ეტაპის 5 ტურის შემდეგ ბრაზილია ცხრილს უდანაკარგოდ, 15 ქულით ლიდერობს, ეკვადორი კი 9 ქულთ მე-3 ადგილს იკავებს.

მომავალ მატჩს მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები ოთხშაბათს, 9 ივნისს, პარაგვაის წინააღმდეგ გამართავენ.


მატჩის მიმოხილვა

5-დან 5 – ბრაზილიამ ეკვადორს 2 უპასუხო გოლი გაუტანა (მიმოხილვა)

სტატიის ავტორი
-