6 მატჩში მეოთხედ – კვარაცხელია სპარტაკთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება რუსეთის პრემიერლიგაში აღარ შეუძლიათ – ქართველი ფეხბურთელი “სპარტაკთან” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ჩემპიონატის ბოლო ტურში “რუბინმა” შინ მოსკოვური გუნდი მიიღო და 1:2 დამარცხდა. 19 წლის ქართველი ვინგერი კვლავ საუცხოო ფორმაში იყო და პირველი ტაიმის მიწურულს მან პენალტის გამომუშავებაც მოახერხა.

კვარაცხელიას წინააღმდეგ “სპარტაკის” ფეხბურთელები 5-ჯერ დაჯარიმდნენ. გარდა ამისა, ხვიჩამ 11 ორთაბრძოლა მოიგო და მეტოქე ფეხბურთელებს ხუთჯერ გასცდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 თამაშში კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელად მეოთხედ დაასახელეს.

6 მატჩში მეოთხედ – კვარაცხელია სპარტაკთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-