6 თამაშიდან 6 მოგება! ის, რაც ლივერპულში 57 წელია არ მომხდარა

მიმდინარე სეზონში “ლივერპულმა” 6 სასტარტო ოფიციალურ მატჩში 6 გამარჯვება მოიპოვა, რაც უკანასკნელად ზუსტად 57 წლის წინ მოხდა.

“პსჟ-სთან” გამარჯვების შემდეგ “ლივერპულმა” ისტორიული შედეგი გაიმეორა, თუმცა აღსანიშნავია, 57 წლის წინ “ლივერპული” ინგლისის რანგით მეორე ჩემპიონატში თამაშობდა.

მომდევნო მატჩს იურგენ კლოპის შეგირდები 22 სექტემბერს, “საუთჰემპტონთან” ენფილდზე გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება.

6 თამაშიდან 6 მოგება! ის, რაც ლივერპულში 57 წელია არ მომხდარა

სტატიის ავტორი
-