6 თვიანი ტრავმის შემდეგ ჯანო ანანიძე მოედანს დაუბრუნდა

დღეს, რუსეთის თასის გათამაშებაში, მოსკოვის “სპარტაკი” ნოვოროსიისკის “ჩერნომორეცს” ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის გამორჩეული იყო, რადგანაც 6 თვიანი ტრავმის შემდეგ, მოედანს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ჯანო ანანიძე დაუბრუნდა. ჯანო მოედანზე 83-ე წუთზე შემოვიდა.

ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგაზე დაეხმარება.

Live.ge წარმატებას უსურვებს ჯანო ანანიძეს და იმედს ვიტოვებთ, რომ იგი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს პერიოდში შეუერთდება.

6 თვიანი ტრავმის შემდეგ ჯანო ანანიძე მოედანს დაუბრუნდა

სტატიის ავტორი
-