7 შემთხვევა, როდესაც მოურინიომ საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა

ჟოზე მოურინიო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ფეხბურთელების დაცვით, თუმცა განვლილი წლების განმავლობაში იყო 7 შემთხვევა, როდესაც პორტუგალიელმა საკუთარი ფეხბურთელი მწვავედ გააკრიტიკა.

2004 წელი – ჯო კოული

როდესაც კოულს ერთი გოლი გააქვს, მისთვის თამაში სრულდება და ჩვენ ვრჩებით ათნი. მე თამაშის ბოლომდე მინდორზე 11 კაცი მჭირდება”

7 შემთხვევა, როდესაც მოურინიომ საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა 1

რიკარდო კარვალიო – 2005 წელი

“როგორც ჩანს, კარვალიოს პრობლემები აქვს ჩემი მითითების სწორად გაგებასთან დაკავშირებით. ვურჩევდი, რომ “IQ” ტესტი ჩააბაროს, ან მენტალურ ჰოსპიტალში იმკურნალოს”

7 შემთხვევა, როდესაც მოურინიომ საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა 2

პეპე – 2013 წელი

“პეპეს აქვს პრობლემა და მის პრობლემას რაფაელ ვარანი ჰქვია. ეს არის, რაც არის, მეტი არაფერი. ძალიან რთულია 31 წლის გამოცდილი კაცისთვის იმის დანახვა, თუ როგორ ჯობნის 19 წლის ფეხბურთელი. პეპეს ცხოვრება შეიცვალა.”

7 შემთხვევა, როდესაც მოურინიომ საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა 3

ედენ აზარი – 2014 წელი

“ედენ აზარი არ არის იმ კატეგორიის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს საკუთარ თავს შესწირავს, ან მატჩის მიმდინარეობისას. მინდორზე რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს. ედენს არ ჰყოფნის საფეხბურთო ინტელექტი იმისთვის, რომ დაცვაში ჩამოვიდეს და მცველებს დაეხმაროს”

7 შემთხვევა, როდესაც მოურინიომ საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა 4

ლუკ შოუ – 2017 წელი

“ვფიქრობ, რომ ლუკ შოუს საფეხბურთო გონება და მიხვედრილობა არ აქვს. მატჩის მიმდინარეობისას ხშირად მიწევს მისთვის სწორი მითითებების დაძახება. მე რომ არ ვიყო თამაშისას, შოუ აბსოლიტურად სისულელეებს გააკეთებდა. ჩემ გარეშე მას ნებისმიერ გუნდში გაუჭირდება.”

7 შემთხვევა, როდესაც მოურინიომ საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა 5

ლუკ შოუ, ჯესი ლინგარდი, ენტონი მარსიალი, მარკუს რაშფორდი – 2018 წელი

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შოუზე, ლინგარდზე, მარსიალზე და რაშფორზე, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ჩვენ ვსაუბრობთ პატარა ბავშვებზე დიდი ტალანტით, მაგრამ რაღაც აკლიათ, რასაც არ ვიტყვი. თქვენ კი გიყვართ ეს სიტყვა, მაგრამ ახლა არაკორექტული სიტყვების დრო არ არის. პირველ რიგში მათ სპორტული ჟინი აკლიათ და მერე სხვა დანარჩენი.

7 შემთხვევა, როდესაც მოურინიომ საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა 6

ნდომბელე – 2020 წელი

“მესმის, რომ ნდომბელეს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, მაგრამ პირველ ტაიმში ჩვენ ნახევარდაცვა არ გვყავდა, სწორედ ამიტომ გავიყვანე იგი მოედნიდან. ნდომბელემ აუცილებლად უნდა მიბაძოს ლო ჩელსოს და ლუკას მოურას.

7 შემთხვევა, როდესაც მოურინიომ საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა 7

7 შემთხვევა, როდესაც მოურინიომ საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა

სტატიის ავტორი
-