7-წლიანი სერია შეწყდა – ინაკი უილიამსი ლა ლიგის მატჩს გამოტოვებს

ლა ლიგის მე-19 ტურში ,,სელტა” ,,ბილბაოს” უმასპინძლებს. ,,ატლეტიკის” შემადგენლობაში კუნთის ტრავმის გამო ვერ მოხვდა ინაკი უილიამსი, რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატში პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

28 წლის ფეხბურთელს 2016 წლის აპრილიდან დღემდე ზედიზედ 251 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

2021 წელს ინაკიმ ლა ლიგაში ზედიზედ ჩატარებული მატჩების რაოდენობით ,,სოსიედადის” ყოფილი მცველის, ხუან ანტონიო ლარანიაგას რეკორდი (202) გააუმჯობესა.

მიმდინარე სეზონში უილიამსის ანგარიშზე ,,ბილბაოს” მაისურით გამართულ 22 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

7-წლიანი სერია შეწყდა – ინაკი უილიამსი ლა ლიგის მატჩს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-