70 წლის ვენგერი ყოველდღიურად 10 კილომეტრს დარბის

“არსენალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის შემართება შესაძლოა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ინსპირაციის წყარო გახდეს: 70-წლის ფრანგი სპეციალისტი ყოველდღიურად ვარჯიშობს და როგორც თავად ამბობს, 8-10 კილომეტრს დარბის.

“უამრავს ვკითხულობ და სხვადასხვა სპორტით აქტიურად ვარ დაკავებული. ყოველდღიურად 8-10 კილომეტრს დავრბივარ. ბევრს ვმოგზაურობდი. მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა სპორტულ კონფერენციებში და ვაკვირდები არაერთ მატჩს. ფეხბურთის, მენეჯმენტის, მოტივაციისა და ცხოვრების არსის თაობაზე უამრავ კონფერენციაში ვიღებს მონაწილეობას.

უამრავი დრო მაქვს, რომელსაც მაქსიმალურად საინტერესოდ ვატარებ. ეს ყველაფერი მაბედნიერებს”, – აღნიშნა არსენ ვენგერმა The Guardian-თან საუბრისას.

არსენ ვენგერი, რომელმაც ლონდონის “არსენალი” 2017/18 წლების სეზონიდან დატოვა, ჯერჯერობით კვლავ უკლუბოდაა. Fox Sports-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც კატალონიის “ბარსელონა” რონალდ კუმანმა ჩაიბარა, ფრანგი სპეციალისტის სახელი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება.

 

 

70 წლის ვენგერი ყოველდღიურად 10 კილომეტრს დარბის

სტატიის ავტორი
-