719-დღიანი სერია შეწყდა – ბარსელონას ქალთა გუნდმა პრიმერაში წააგო

ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში დიდი სენსაცია მოხდა – ,,ბარსელონა” ,,მადრიდთან” სტუმრად 2:1 დამარცხდა.

შედეგად კატალონიური გუნდის შთამბეჭდავი სერია შეწყდა – ,,ბარსელონას” პრიმერა დივიზიონში ბოლოს წაგებული 719 დღის წინ, 2021 წლის პირველ ივნისს, მადრიდის ,,ატლეტიკოსთან” ჰქონდა (3:4).

მას შემდეგ კლუბმა 65 მატჩი ჩაატარა 63 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, დღეს კი პირველად წააგო.

მიმდინარე სეზონში ,,ბარსელონამ” ჩემპიონატი 85 ქულით დაასრულა, 118 გოლი გაიტანა და მხოლოდ 10 გაუშვა. ხონათან ხირალდესის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, სადაც 3 ივნისს ,,ვოლფსბურგს” შეხვდება.

https://twitter.com/FCBfemeni/status/1660259434432454662

719-დღიანი სერია შეწყდა – ბარსელონას ქალთა გუნდმა პრიმერაში წააგო

სტატიის ავტორი
-