ზიდანის პოზიციები შესუსტდა – პერესმა ფრანგს სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა მისცა 

როგორც ჩანს, ზინედინ ზიდანის პოზიციები მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე შესუსტდა.

l’Equipe-ის ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობამ გუნდის ლეგენდას სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი მისცა.

წყაროს ცნობით, “ბლანკოსების” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფრანგს განუცხადა, რომ “ბარსელონასთან” და “ბორუსიასთან” პრინციპული მატჩების შედეგი გადამწყვეტი იქნება მათი მომავალი თანამშრომლობიოს საკითხში.

“თეთრებმა” ბოლო ორი საშინაო შეხვედრა დათმეს – ლა ლიგაში, ახალაღზევებულკადისთან” (0:1) და ჩემპიონთა ლიგაში დავით ხოჭოლავას დონეცკის “შახტართან” (2:3).

ზიდანის ხელმძღვანელობით, საერთო ჯამში თითქმის 4 წელიწადში, 11 ტიტული მოიგო, მათ შორის სამჯერ ჩემპიონთა ლიგა. ზიზუ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ორჯერ დასახელდა.

ზიდანის პოზიციები შესუსტდა – პერესმა ფრანგს სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა მისცა 

სტატიის ავტორი
-