ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამო თბილისის პოტენციური მეტოქე გაირკვა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისის” მეტოქე ცნობილია. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ტიტულოვანი ქართული კლუბი ყაზახურ “ასტანას” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 11/12 ივლისს ყაზახეთში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 18/19 ივლისს თბილისში შედგება. დღეს კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც “დინამო თბილისის” პოტენციური მეტოქე გაირკვა. იმ შემთხევევაში თუ […]
მეორე ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე – კვარაცხელაის მორიგი ფენომენალური შედეგი
ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის გათამაშება მანჩესტერ “სიტის” ტრიუმფით დასრულდა. მათ ფინალში “ინტერი” მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. რამდენიმე წუთის წინ კი ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა, სოციალურ ქსელში სტატისტიკა გამოაქვეყნა – წლევანდელი სეზონის გამორჩეული დრიბლიორები, რომელშიც მეორე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელია გვევლინება. პირველ ადგილზე ვინისიუს ჟუნიორი გავიდა, რომელმაც 2022/2023 წლების სეზონში 82 დრიბლინგი შეასრულა, მეორე ადგილზე ხვიჩა […]
ჩემპიონთა ლიგის ფინალს სიმონ მარჩინიაკი იმსაჯებს
ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის ფინალს, რომელიც 10 ივნისს, თურქეთის დედაქალაქი სტამბოლი უმასპინძლებს, სიმონ მარჩინიაკი იმსაჯებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლონელმა მსაჯმა 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იმსაჯა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი მსაჯობა ანდეს. ასევე ცნობილია იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც ევროპა ლიგის, კონფერენს ლიგისა და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალებს იმსაჯებენ. ევროპა ლიგის ფინალის […]
პეპ გვარდიოლას მე-100 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე
პეპ გვრადიოლამ ორმატჩიან დუელში კარლო ანჩელოტი აშკარად დაჯაბნა. ორი შეხვედრის ჯამში ესპანელმა სპეციალისტმა მის ვიზავის 5:1 მოუგო და ფინალის საგზურიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება პეპისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მეასე იყო. გვარდიოლაზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია – სერ ალექს ფერგიუსონი და კარლო ანჩელოტი. “მანჩესტერის” ყოფილი მწვრთნელის ანგარიშზე 102 გამარჯვებაა, ხოლო ანჩელოტიმ 107 გამარვებას […]
რეალთან შეხვედრაში საუკეთესო შეფასება ბერნარდუ სილვამ დაიმსახურა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედაში “მანჩესტერ სიტიმ” რეალი 4:0 დაამარცხა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე გამორჩეული იყო ბერნარდუ სილვა, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც სწორედ მან დაიმსახურა. პორტუგალიელი ორივე მხარეს საუკეთესო იყო და ყველაზე მაღალი შეფასებაც მან დაიმსახურა. Whoscored-მა ბერნარდუს 9.04 ქულა დაუწერა. კარგი შეხვედრა ჰქონდა კევინ […]
“სიტი ჩვენზე ბევრად უკეთესი იყო” – დანი კარვახალი
დასრულდა “მანჩესტერ სიტისა” და “რეალ მადრიდის” ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც “ქალაქელებმა” ანჩელოტის გუნდი 4:0 გაანადგურეს. ინგლისური კლუბი ფინალში “ინტერს” დაუპირისპირდება, რომელიც 10 ივნისს სტამბულში გაიმართება. შეხვედრა გვარდიოლას გუნდის აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. “ეტიჰადის” ბინადრებმა მოწინააღმდეგე პირველ ტაიმში ბერნარდუ სილვას დუბლით დაამარცხეს. მეორე ნახევარში მადრიდელები თითქოს გამოფხიზლდნენ, თუმცა, ჯერ აკანჯიმ და მატჩის მიწურულს ხულიან ალვარესმა ყველაფერი დაასრულეს. სწორედ […]
ასეთი მასშტაბის მატჩი წელს პირველად იმართება. ფინალისტ “ინტერთან” ბოდიში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრა, სადაც ფინალში გამსვლელის ვინაობას “სიტი” და “რეალი” გაარკვევენ, სეზონის მთავარი ინტრიგის მატარებელია. ვინ ითამაშებს ფინალში? კვლავ “რეალი”, რომელმაც გასულ სეზონში “სიტის” გამარჯვება ხელიდან ბოლო წამს გამოსტაცა და რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში “ჩემპიონთა ლიგაზე” სტაბილურად დომინირებს? თუ “სიტი”, რომელსაც პეპის მისვლის […]
გვარდიოლას თქმით, ბაიერნთან მატჩის შემდეგ მისი გუნდი გადაღლილია
როგორც მოგეხსენებათ, ორ მატჩიანი დაპირისპირების შემდეგ “მანჩესტერ სიტიმ” “ბაიერნი” დაამარცხა და 1/2 ფინალის საგზურიც მოიპოვა. “ქალაქელები” პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას 9 მაისს, “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ გამართავენ. ბავარიელებთან გამართული საპასუხო შეხვედრა “ალიანს არენაზე” საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. მატჩი 1:1 დასრულდა და გვარდიოლას თქმით, ამან მისი გუნდი ძალიან გადაღალა. “დაღლილები ვართ. არ ვიცი “შეფილდთან” შეხვედრისთვის როგორ ფორმაში ვიქნებით. შაბათის […]
პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის 2 რეკორდი დაამყარა
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპები ოფიციალურად დასრულებულია. ახლა უკვე, ყველა, ოთხივე გუნდის ვინაობა ცნობილია, რომლებიც ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. პირველი ნახევარფინალური წყვილი მილანური დერბი იქნება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი მანჩესტერ “სიტისა” და მადრიდის “რეალის” სუპერდაპირისპირებას ვიხილავთ. პეპ გვარდიოლამ “ბაიერნის” დამარცხების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის 2 ახალი რეკორდი დაამყარა. რეკორდი #1 – პეპ გვარდიოლა გახდა პირველი მწვრთნელი ჩემპიონთა […]
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური გათამაშებები დასრულებულია. ოთხივე ნახევარფინალური კლუბი ცნობილია, ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ ნახევარფინალში მილანური დერბი შედგება, მეორე წყვილი კი მადრიდის “რეალი” და “სიტი” იქნებიან. ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ “Sofascore“-მ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების შემდეგ, კვირის საუკეთესო XI-ეული გამოაქვეყნა. სადაც ერთ-ერთი უმაღლესი შეფასებით, სიმბოლურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი […]
შესაძლოა ბარსელონა უეფასგან სერიოზულად დაისაჯოს
“ბარსელონას” ლა ლიგის ჩემპიონობა თითქმის განაღდებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელები შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ. მიუხედავად ამისა, ესპანურ გრანდს ევრო სარბიელის გარეშე დარჩენა მაინც ემუქრება. აღნიშნული ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Sun ავრცელებს. ESPN-ის თქმით, ესპანეთის პროკურატურამ მარტში “ბარსელონას” წინააღმდეგ, კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიურმა კლუბმა მსაჯთა კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ხოსე მარია […]