აარონ რამსდეილმა პენალტების მოგერიების საიდუმლო გაამხილა

“არსენალის” მეკარე აარონ რამსდეილი, გარდა მისი ოსტატობისა, ცნობილია იმით, რომ მოწინააღმდეგის წყობიდან გამოყვანა ადვილად შეუძლია. ინგლისელი კი, ამ “უნარს” თერთმეტმეტრიანი დარტყმის დროსაც კარგად იყენებს. ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას 24 წლის კარის დარაჯმა თქვა, რომ მოწინააღმდეგეს სულელურ შეკითხვას უსვამს, რომელიც მას ყურადღებას უფანტავს.

” ერთხელ “აკრინგტონის” თავდამსხმელს ვკითხე, თუ რას მიირთმევდა ჩაისთან ერთად. პენალტის დასარტყმელად ემზადებოდა და მე ეს სისულელე ვკითხე. მან თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა.” – განაცხადა აარონ რამსდეილმა.

ინგლისელმა მეკარემ ამ სეზონში 34-ჯერ შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა და ერთი თერთმეტმეტრიანიც მოიგერია. აღსანიშნავია, რომ რამსდეილს მიმდინარე სეზონში 410-ჯერ აქვს ბურთი მოგერიებული.

აარონ რამსდეილმა პენალტების მოგერიების საიდუმლო გაამხილა

სტატიის ავტორი
-