აბრამოვიჩი ჩელსის გაყიდის და შემოსულ თანხას ომის შედეგად დაზარალებულებს გადასცემს

რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩი “ჩელსის” გაყიდის, ხოლო შემოსულ თანხას უკრაინაში, ომისგან დაზარალებულებს გადასცემს.

აბრამოვიჩის დავალებით, ლონდონური გუნდი შექმნის საქველმოქმედო ფონდს, რომლითაც აღნიშნული ადამიანებისთვის ფული შეგროვდებოდა.

“როგორც უკვე ვთქვი, გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვიღებ კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე.

„შექმნილ ვითარებაში ვაპირებ გავყიდო კლუბი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს “ჩელსის”, გულშემატკივრების, თანამშრომლების, კლუბის სპონსორებისა და პარტნიორებისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება,” – ამბობს აბრამოვიჩი..

საქველმოქმედო ფონდის მიზანი კრიტიკული საჭიროების სახსრების გამოყოფა იქნება. ასევე, მხარს დავუჭერთ გრძელვადიან  აღდგენით სამუშაოებს.

იცოდეთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება და კლუბთან ასე განშორება ძალიან რთული იყო.”

აბრამოვიჩი ჩელსის გაყიდის და შემოსულ თანხას ომის შედეგად დაზარალებულებს გადასცემს

სტატიის ავტორი
-