ადამ ჯონსონი პატიებასა და მეორე შანსს ითხოვს

ინგლისის ნაკრებისა და “სანდერლენდის” ყოფილი ფეხბურთელი, ადამ ჯონსონი პატიებასა და მეორე შანსის მიცემას ითხოვს. ინგლისელი გარემარბი, რომელმაც კარიერის მანძილზე “მანჩესტერ სიტის”, “სტოკისა” და “სანდერლენდის” მაისურები მოირგო – სასჯელს არასრულწლოვანთან გაბმული რომანის გამო იხდის.

სასამართლომ ადამ ჯონსონი არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობაში დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ინგლისელი გარემარბი პენიტენციალურ სისტემას მომავალ წელს დატოვებს – მანამდე კი ადამ ჯონსონი ინგლისურ კლუბებს პატიებას სთხოვს და მეორე შანსის მიცემის იმედი აქვს.

ჯონსონს კვლავ სურს საფეხბურთო კარიერის გაგრძელება – ამისათვის კი ინგლისის ნებისმიერი კლუბის წინადადების განსახილველადაა მზად.

ადამ ჯონსონი პატიებასა და მეორე შანსს ითხოვს

სტატიის ავტორი
-