აღტაცებული, როგორც პატარა ბავშვი | UEFA-მ ერიკსენი და მისი ექიმები EURO 2020-ის ფინალზე დაპატიჟა

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, UEFA-მ კრისტიან ერიკსენი, მისი მეუღლე და 6 მედიკოსი, რომლებიც დანიელი ფეხბურთელის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ EURO 2020-ის ფინალურ მატჩზე დაპატიჟა.

ერთ-ერთმა მედიკოსმა – პედერ ერსგარდმა აღნიშნა, რომ ფინალურ მატჩზე დასასწრები VIP მოსაწვევის მიღება უდიდესი პატივია.

“ისეთივე აღტაცებული ვარ, როგორც პატარა ბავშვი შობის დღესაუსაულზე. ვამაყობ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების გაწეული შრომით – ეს იყო ყველას გამარჯვება. ფინალში დანიისა და იტალიის დაპირისპირებას ვისურვებდი. ეს იქნება უდიდესი მატჩი – წარმოიდგინეთ დანია, რომ ევროპის ჩემპიონი გახდეს”, – აღნიშნა ერსგარდმა.

შეგახსენებთ, EURO 2020-ის ფინალური მატჩი 11 ივლისს, “უემბლიზე” გაიმართება.

აღტაცებული, როგორც პატარა ბავშვი | UEFA-მ ერიკსენი და მისი ექიმები EURO 2020-ის ფინალზე დაპატიჟა

სტატიის ავტორი
-