ალ აჰლი ფირმინოს ტრანსფერის განხორციელების ზღვარზეა

“ალ აჰლი” რობერტო ფირმინოს ტრანსფერის განხორციელების ზღვარზეა. მერსისაიდული გრანდის ყოფილი ვარსკვლავი არაბულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, ფირმინოს წარმომადგენლები კონტრაქტის სრულ დეტალებს აზუსტებენ.

“ალ აჰლის” წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რობერტო ფირმინოსა და ედუარდ მენდის უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარადგენენ.

ალ აჰლი ფირმინოს ტრანსფერის განხორციელების ზღვარზეა

სტატიის ავტორი
-