ალ ჰილალი ნეიმარის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს იწყებს

,,ალ ჰილალს” ,,პარი სენ ჟერმენის” შემტევის, ნეიმარის, გადაბირება სურს. ინფორმაციას CBS Sports-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაბულმა გუნდმა პარიზში მოლაპარაკების დასაწყებად წარმომადგენლები უკვე გაგზავნა.

,,ალ ჰილალი” მზადაა, ,,პსჟ-ს” ბრაზილიელის სანაცვლოდ 45 მილიონი, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის სახით წელიწადში 200 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ნეიმარმა გასულ სეზონში ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა. 31 წლის შემტევს, ,,პსჟ-სთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ალ ჰილალი ნეიმარის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს იწყებს

სტატიის ავტორი
-