ალი დაეის ოჯახი ირანიდან არ გაუშვეს

ირანის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის, ალი დაეის ოჯახის წევრებს ქვეყნიდან გაფრენის საშუალება არ მისცეს.

დაეის თქმით, მისი მეუღლე და შვილი დუბაიში დასასვენებლად უნდა ჩაფრენილიყვნენ, თუმცა თვითმფრინავი სპარსეთის ყურის ერთ-ერთ კუნძულზე დაეშვა და ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ფრენიდან მოხსნეს.

,,თუ მათ ქვეყნიდან გასვლა აკრძალული ჰქონდათ, ამის შესახებ პასპორტკონტროლის დროს უნდა გაეგოთ. ამაზე პასუხი არავინ გამცა,’’ – განაცხადა დაეიმ.

ალი დაეი ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ მასობრივ პროტესტს მხარს ღიად უჭერს.

ალი დაეის ოჯახი ირანიდან არ გაუშვეს

სტატიის ავტორი
-