4 ახალი შენაძენი – ერთ-ერთი ევროპა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა

კატალონიის “ბარსელონამ”, საკუთარი ფეხბურთელები ევროპა ლიგის განაცხადში დაარეგისტრირა. განაცხადში ვერ მოხვდა 38 წლის ლეგენდარული მარჯვენა მცველი – დანი ალვეში.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესრულებული ტრანსფრებიდან (დანი ალვეში, ადამა ტრაორე, ობამეიანგი და ფერან ტორესი), მხოლოდ 3 ფეხბურთელის რეგისტრაციის უფლება ჰქონდა, როგორც ჩანს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა დანი ალვეში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა”, ევროპა ლიგის 1/16 ფინალში “ნაპოლის” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 17 თებერვალს ბარსელონაში, ხოლო საპასუხო მატჩი 25 თებერვალს ნეაპოლში გაიმართება.

4 ახალი შენაძენი – ერთ-ერთი ევროპა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა

სტატიის ავტორი
-