კომპანია Amazon Studios-ი სატელევიზიო შოუს გადაღებისთვის ემზადება, რომელიც არგენტინის ნაკრების ლეგენდის, დიეგო მარადონას ცხოვრებას ასახავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, უკვე ცნობილია, თუ ვინ შეასრულებს სატელევიზიო შოუში მთავარ როლებს. სერიალი Amazon Prime Video-ს პლატფორმაზე განთავსდება.
სერიალი მარადონას ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ასახავს – მარადონას როლს კი ნასარენო კასერო, ხუან პალომინო და ჰინოლა გოლდშმიტი შეასრულებენ.
აღსანიშნავია რომ მარადონას შესახებ ორი ცნობილი ფილმია გადაღებული – ემილ კუსტურიცას “მარადონა” და მარკო რისის “ღმერთის ხელი.”
First look at the actors playing Maradona in a new @PrimeVideo series about his life: Nazareno Casero, Juan Palomino, and Nicolas Goldschmidt. pic.twitter.com/W5rgyE5NBG
— MUNDIAL (@MundialMag) September 11, 2018