ანანიძე ხაბიბის ვიდეოში – ჯანო სპარტაკთან ერთად ვარჯიშობს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე დუბაიშია, სადაც მოსკოვის “სპარტაკთან” ერთად ფორმის აღდგენას ცდილობს. რუსული კლუბი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფება.

“სპარტაკს” დუბაიში დაუმარცხებელი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი ესტუმრა. მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც “სპარტაკის” მოთამაშეებთან ერთად ანანიძეც ჩანს.

შეგახსენებთ, რომ ჯანო 12 სექტემბრის შემდეგ უგუნდოდაა. ქართველმა ნახევარმცველმა ბოლოს ფეხბურთი 1 წლის წინ, “ანორთოსისის” რიგებში ითამაშა. 28 წლის ანანიძე აგვისტოში კვიპროსიდან რუსეთში დაბრუნდა და კონტრაქტი “როტორთან” გააფორმა, თუმცა ფორმის აღდგენა ვერ მოახერხა და გუნდს მალევე დაემშვიდობა.

ანანიძე ხაბიბის ვიდეოში - ჯანო სპარტაკთან ერთად ვარჯიშობს 1

ანანიძე ხაბიბის ვიდეოში – ჯანო სპარტაკთან ერთად ვარჯიშობს

სტატიის ავტორი
-