ანანიძის თანაგუნდელი ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადის

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამოდენიმე საათით ადრე, ქუინსი პრომესმა შესაძლოა ესპანური კლუბის მაისური მოირგოს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის “სპარტაკის” შემტევი ამ წუთებში სამედიცინო შემოწმებას გადის, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში “სევილიასთან” კონტრაქტს გააფორმებს.

ანდალუსიური კლუბის მესვეურები დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ პრომესს. ტრანსფერთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ამ წუთისათვის უცნობია.

ანანიძის თანაგუნდელი ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადის 1

ანანიძის თანაგუნდელი ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადის

სტატიის ავტორი
-