ანჩელოტი – იბრა და რონალდუ უკვდავები არიან

“ევერტონის” მთავარი მწვრთნელის – კარლო ანჩელოტის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ იბრაჰიმოვიჩი ისევე, როგორც კრიშტიანუ რონალდუ “უკვდავია” – “მილანს” წარმატების მისაღწევად მაინც რაღაც აკლია.

“კლუბი შესანიშნავად ასპარეზობს, მაგრამ “იუვენტუსისა” და “ინტერის” დონემდე მისასვლელად, “მილანს” ჯერ კიდევ რაღაც აკლია.

როდესაც იბრაჰიმოვიჩი აშშ-ში წავიდა, ვიფიქრე რომ ეს მისი კარიერის დასასრული იყო – საპირისპიროდ, იბრას ყოველ მატჩში გაჰქონდა გოლები. ახლა კვლავ იტალიაშია და ამჯერადაც ყოველ მატჩში გოლს იტანს.

იბრა და კრიშტიანუ რონალდუ უკვდავები არიან. ისინი უბრალოდ არ თამაშობენ – ისინი ყოველ შეხვედრაში გოლს იტანენ”, – აღნიშნა კარლო ანჩელოტიმ.

ანჩელოტი – იბრა და რონალდუ უკვდავები არიან

სტატიის ავტორი
-