ანდრეა პირლო მომავალ სეზონში იტალიურ გუნდს ჩაიბარებს

ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო მომავალ სეზონში ,,სპეციაში” დაინიშნება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

42 წლი სპეციალისტი ტიაგო მოტას ჩაანაცვლებს, რომელიც კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

სერია ა-ს 35 ტურის შემდეგ, ,,სპეცია” 33 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა და გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენა, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს.

ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს ,,იუვენტუსში” დაიწყო, საიდანაც 1-წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს. მისი ხელმძღვანელობით ტურინელებმა კოპა იტალია და ქვეყნის სუპერთასი მოიგეს.


ანდრეა პირლო მომავალ სეზონში იტალიურ გუნდს ჩაიბარებს

სტატიის ავტორი
-