ანდრეი შევჩენკო სერია ა-ს გუნდს ჩაიბარებს

,,მილანის” ყოფილი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო, რომელიც ბოლოს უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სერია ა-ში ბრუნდება. ფაბრიციო რომანოს ცნობით, 45 წლის სპეციალისტი ,,ჯენოას” ჩაიბარებს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. შევჩენკო გენუელებთან კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.

უკრაინელმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ევრო 2020-ის შემდეგ დატოვა. შევჩენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ ისურვა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ,,ჯენოა” 9 ქულით ცხრილის მე-15 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს გენუური გუნდი ,,რომას” წინააღმდეგ გამართავს.


ანდრეი შევჩენკო სერია ა-ს გუნდს ჩაიბარებს

სტატიის ავტორი
-