ანსუმანე ფატი “ბარსელონას” ისტორიაში შევიდა

“ბარსელონას” რიგებში დღეს ანსუმანე ფატის დებიუტი შედგა. 16 წლის ფატი რომელიც 2002 წლის 31 ოქტომბერსაა დაბადებული გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვისაც კი ოდესმე “ბარსელონას” მაისურით ოფიციალური მატჩი უთამაშია.

პირველ ადგილზე ვისენტე მარტინესია, ვინც ამ რეკორდის დამყარება შორეულ 1941 წელს მოახერხა. ანსუმანე ფატიმ მეორე პოზიციიდან მესამეზე ბოიან კრკიჩი გადაწია.

16 წლის ფეხბურთელი გვინეა-ბისაუდანაა, დღევანდელ შეხვედრაში მას გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მიზანს მცირედით ააცილა

ანსუმანე ფატი “ბარსელონას” ისტორიაში შევიდა

სტატიის ავტორი
-