ანტუან გრიზმანის მესამე ტიტული ბოლო 3 თვის განმავლობაში

15 აგვისტოს გაიმართა ევროპის სუპერ თასის მატჩი, სადაც ერთმანეთს მადრიდული კლუბები უპირისპირდებოდნენ, რომელიც დამატებით დროში ატლეტიკოს გამარჯვებით 4:2 (2:2) დასრულდა.

ეს გახლდათ ანტუან გრიზმანის მესამე ტიტული უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში.

შეგახსენებთ ფრანგმა თავდამსხმელმა საკუთარი ქვეყნის რიგებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაც მოახერხა, სადაც მან 4 გოლით გამოიჩინა თავი.

ასევე 16 მაისს ანტუან გრიზმანმა ევროპა ლიგის თასის მოპოვებაც იზეიმა.

 

ანტუან გრიზმანის მესამე ტიტული ბოლო 3 თვის განმავლობაში 1

ანტუან გრიზმანის მესამე ტიტული ბოლო 3 თვის განმავლობაში

სტატიის ავტორი
-