აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელი მილანში სამედიცინო შემოწმებას გადის

აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ისმაელ ბენასერი “მილანში” სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა.

“ემპოლის” 21 წლის ფეხბურთელი მილანში ლა მადონინას კლინიკაში 22 ივლისს მივიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადის. სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისმაელ ბენასერი “მილანის” მაისურს მოირგებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბენასერის სანაცვლოდ “როსონერი” 16 მილიონ ევროს იხდის.

აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელი მილანში სამედიცინო შემოწმებას გადის

სტატიის ავტორი
-