ინციდენტი არგენტინის მესამე ლიგის მატჩში “გარმენსესა” და “დეპორტივო ინდეპენდენციას” შორის, ბუენოს აირესში მოხდა. 34 წლის კრისტიან ტირონემ მუშტი არბიტრს მას შემდეგ დაარტყა, რაც ერთ-ერთ თანაგუნდელს ყვითელი ბარათი უჩვენა. დაზარალებული 30 წლის ქალბატონი დალმა მაგალი კორტადი გახლავთ. არგენტინული გამოცემა La Nacion- ის თანახმად, თავდასხმიდან მალევე პოლიციამ ტირონე დააკავა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ კორტადი თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ქალი მსაჯი ითხოვს, რომ თავდამსხმელს სამუდამოდ აეკრძალოს ფეხბურთის თამაში.

”თქვენ ის სამუდამოდ უნდა გააგდოთ. ის მოძალადეა და არცერთ კლუბში არ უნდა თამაშობდეს. ნორმალური ადამიანი იმას არ გააკეთებს, რაც ამ კაცმა ჩაიდინა. არავინ იმსახურებს იმას, რაც მე მივიღე. იმედი მაქვს ტირონე დაფიქრდება და მის დანაშაულს ინანებს.

ტირონეს კლუბმა “გარმენსემ” მალევე გაავრცელა საჯარო განცხადება, სადაც დაგმო მისი ფეხბურთელის ქმედება.

 

“გარმენსე” ვგმობთ ჩვენი ფეხბურთელის ამ სამარცხვინო ქმედებას და ბოდიშს ვუხდით ქალბატონ კორტადს. ჩვენი გუნდი ყველანაირ ხარჯს დაფარავს, რომელიც დაზარალებულის მკურნალობას დასჭირდება. ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არაა, ფეხბურთელს ევალება შეასრულოს შემდეგი ცნებები: დისციპლინა, მეგობრობა, პატივისცემა და შემწყნარებლობა“.

 

 

არგენტინაში ფეხბურთელი ქალ მსაჯს თავს დაესხა | VIDEO

სტატიის ავტორი
-