არიენ რობენის მომავალი ორ კლუბს უკავშირდება

34 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი არიენ რობენი მიუნხენის “ბაიერნში” უკანასკნელ სეზონს ატარებს.

ცნობილი გერმანული გამოცემების თანახმად იგი მომავალი სეზონიდან სამშობლოში ბრუნდება, არჩევანს კი ორ კლუბს შორის გააკეთებს – “პსვ” ან “გრონინგენი”.

ჰოლანდიელმა გარემარბმა ასევე აღნიშნა, რომ თუ კარიერას სამშობლოში არ გააგრძელებს შესაძლოა “რეკორდმაისტერი” მისთვის უკანასკნელიც გამოდგეს.

შეგახსენებთ, რობენმა პროფესიონალური კარიერა 2000 წელს “გრონინგენში” დაიწყო, მან 46 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერა. 2002 წელს კი “პსვ”-ს შეუერთდა, სადაც 2 წელი გაატარა და გულშემატკივარს თავი 18 გოლით დაამახსოვრა.

რაც შეეხება მის გერმანულ ოდისეას, “ბაიერნის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს და დღემდე 129 გოლის გატანა მოახერხა.

 

არიენ რობენის მომავალი ორ კლუბს უკავშირდება

სტატიის ავტორი
-