არსენალი ლაიპციგის მცველით ინტერესდება

ლონდონის “არსენალს” დაცვაში, რომ პრობლემები აქვს ეს ახალი არ არის.

მიკელ არტეტა აქტიურად ფიქრობს დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას და “მეთოფეები” ლაიპციგის ფეხბურთელს დაიოტ უპამეკანოს დაუკავშირდნენ.

ლონდონელთა ხელმძღვანელობის განცხადებით “ლაიპციგმა” თანხმობა განაცხადა ფრანგი ფეხბურთელის გაყიდვასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით უპამეკანოს “ლაიპციგთან” კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აქვს და მისი გამოსასყიდი თანხა 40.5 მილიონი ევრო გახლავთ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაიოტით “მილანი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” ინტერესდებიან, მაგრამ ტრანსფერთან ყველაზე ახლოს “მეთოფეები” არიან.

უპამეკანო დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე  პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება, რომელმაც “ლაიპციგის” შემადგენლობაში უკვე 108 მატჩი ჩაატარა, რაც ცოტა ნამდვილად არ არის.

ჯერჯერობით ტრანსფერის თანხა არ სახელდება, თუმცა როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გამოსასყიდი თანხა 40.5 მილიონი ევრო გახლავთ.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

არსენალი ლაიპციგის მცველით ინტერესდება

სტატიის ავტორი
-