არტიომ ძიუბა | რუსეთმა ჩაისვარა

EURO 2020-ის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, რუსეთი დანიას დაუპირისპირდა. კოპენჰაგენში, “პარკენზე” გამართული მატჩი რუსეთისათვის კატასტროფულად დასრულდა – დანიასთან 1:4 განადგურების შემდეგ, რუსეთმა B-ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რუსეთის ნაკრების შემტევმა და კაპიტანმა არტიომ ძიუბამ უკმაყოფილება ვერ დამალა და გულშემატკივარს მოუბოდიშა.

“ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს, რომელთაც ჩვენი სჯეროდათ. ჩვენ ჩავისვარეთ – დამნაშავეები ვართ და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. ვინც ამ მომენტს ელოდით, შეგიძლიათ დატკბეთ და გაიხაროთ, შეგიძლიათ გვაგინოთ. ალბათ ვერავინ გაგამტყუნებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობა ყველას ვისაც ჩვენი სჯეროდა”, – აღნიშნა არტიომ ძიუბამ.

არტიომ ძიუბა | რუსეთმა ჩაისვარა

სტატიის ავტორი
-