ასეთი რამ 46 წელია არ მომხდარა – ბარსელონას უცნაური ფორმა

ცნობილმა პორტალმა Footy Headlines-მა მომავალი სეზონისთვის ბარსელონას შესაძლო გასვლითი ფორმა გამოაქვეყნა.

Nike-ის ახალი მაისური თეთრ ფერში იქნება დამზადებული. სპონსორების ლოგოები – ლურჯ, სახელოები კი ლურჯ და წითელ ფერში გაფორმდება.

ასეთი რამ 46 წელია არ მომხდარა - ბარსელონას უცნაური ფორმა 1

რაც შეეხება შორტებსა და წინდებს, მათი შეფერილობა შესაბამისად ლურჯ და ლურჯ -წითელ ფერებში იქნება გადაწყვეტილი.

ასეთი რამ 46 წელია არ მომხდარა - ბარსელონას უცნაური ფორმა 2

ამავე დროს, “ბლაუგრანას” ხელძღვანელობა აპირებს, რომ აღნიშნულ ფორმაში კლუბის ისტორიული ლოგო ჩასვან, რომლითაც კატალონიური კლუბი 1975-2002 წლებში გამოდიოდა.

ასეთი რამ 46 წელია არ მომხდარა - ბარსელონას უცნაური ფორმა 3

აღსანიშნავია, რომ ბარსელონა ბოლოს თეთრ ფერში 46 წლის წინ, 1977/78 წლების სეზონში თამაშობდა.

33 ტურის შემდეგ ბარსელონას 82 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება, უახლოეს მდევარ მადრიდის “ატლეტიკოს” კი 13 ქულით უსწრებს.

ასეთი რამ 46 წელია არ მომხდარა – ბარსელონას უცნაური ფორმა

სტატიის ავტორი
-