პრემიერლიგის 30-ე ტურში ,,ასტონ ვილამ” ,,ფულემს” უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა – ორივე გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი პრემიერლიგის პირველი მატჩის, 1992 წლის 15 აგვისტოს, შემდეგ დაიბადა. მსგასი რამ ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა.
1992 – Aston Villa vs Fulham is the first game in @premierleague history in which every player in the starting XI for both sides was born after the first ever Premier League game on August 15th 1992. Quirky. pic.twitter.com/kotGpvdbi8
— OptaJoe (@OptaJoe) April 4, 2021
1992 წლამდე ინგლისის პრემიერლიგას ,,პირველი დივიზიონი” ერქვა.
პრემიერლიგის 30 ტურის შემდეგ, ,,ასტონ ვილა” 44 ქულით ცხრილის მე-9 პოზიციაზეა, ,,ფულემი” კი 26 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.