აზერბაიჯანული მედია: სოლომონ კვირკველიამ ბაქოს ნეფთჩი დატოვა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ ბაქოს “ნეფთჩი” დატოვა.

azerisport.com-is ცნობით, გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუმინული ფეხბურთის ლეგენდამ, ვეტერანმა ფეხბურთელმა, ადრიან მუტუმ ქართველ ფეხბურთელთან მუშაობა არ გადაწყვიტა.

კვირკველიამ, რომელიც კარიერის განმავლობაში ყაზანის “რუბინში”, “ნეფთეხიმიკში”, მოსკოვის “ლოკომოტივში”, ვოლგოგრადის “როტორში”, უკრაინულ “მეტალისტში” და “გაგრაში” ითამაშა, აზერბაიჯანის დედაქალაქში 1 სეზონი გაატარა და 42 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

აზერბაიჯანული მედია: სოლომონ კვირკველიამ ბაქოს ნეფთჩი დატოვა

სტატიის ავტორი
-