ბალოტელი: “პსჟ კარგი გუნდი არ არის.”

მარიო ბალოტელიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩების შემდეგ, “პსჟ”-ს შესახებ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პარიზული გუნდი ლიგიდან “იუნაიტედთან”, ბოლო წუთებზე რაშფორდის მიერ გატანილი პენალტით გავარდა – 1:3.

“პსჟ კარგი გუნდი არ არის, მაგრამ მათ ჰყავთ კარგი ფეხბურთელები – განსხვავება ეს არის,” – განაცხადა ბალოტელიმ.

ცნობისთვის, იტალიელი ფორვარდი ახლა მარსელის “ოლიმპიკისთვის” იტანს.

ბალოტელი: “პსჟ კარგი გუნდი არ არის.”

სტატიის ავტორი
-